ირაკლი კუპრაძე - სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტპატიმარი, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველსა და არჩევნებზე
ირაკლი კუპრაძე - სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტპატიმარი, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველსა და არჩევნებზე

სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს. ის არის მორიგი პოლიტპატიმარი, –  ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კუპრაძის თქმით, გააგრძელებენ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველსა და არჩევნებზე.

„ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი რამ, რითიც იღებს გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს. ის არის მორიგი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის. გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველსა და არჩევნებზე. აუცილებლად შევძლებთ, რომ ივანიშვილი დამარცხდება ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.