ირაკლი კუპრაძე - ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგია, მკვდრადშობილი იდეაა, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს
ირაკლი კუპრაძე - ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგია, მკვდრადშობილი იდეაა, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს

ბოიკოტი არის მკვდარი თემა, მკვდარი სტრატეგიაა. მკვდარია ბოიკოტი, ეს გულწრფელად უნდა ვთქვათ, როგორც არ უნდა ეწყინოთ ჩვენს კოლეგებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

კუპრაძის თქმით, ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა.

„პატივს ვცემთ მათ არჩევანს, არ ვაკრიტიკებთ, არ ვლანძღავთ, არ ვეძახით რაღაც საშინელ სიტყვებს, როგორც გვეძახიან, მაგრამ ბოიკოტი მკვდრადშობილი იდეაა. არ მჯერა ისეთი იდეის, რომლის საბოლოო შედეგადაც „ქართული ოცნება“ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში იქნება უფრო ძლიერი, უფრო მეტი წვდომით საბიუჯეტო სახსრებზე, უფრო მეტი წარმომადგენლობით. პლუს, ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიითვის გამოიყენებს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.