ირაკლი კოვზანაძე - ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება ფინანსური წნეხისგან
ირაკლი კოვზანაძე - ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება ფინანსური წნეხისგან

ვალების განულების შემდეგ საქართველოს საფინანსო სექტორში ჭარბვალიანობის პრობლემა მოიხსნება, – მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 600 000-მდე საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება ფინანსური წნეხისგან, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორი. ერთ წელზე მეტია, ამ თემაზე მიდის მუშაობა. ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას, ანუ ორი პროცესი გვექნება – ვალების განულება და ვალების არ დაგროვება. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება საქართველოს საფინანსო სექტორში. ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება. ვალების განულება 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის, ანუ პრაქტიკულად თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემისგან და პირველი იანვრიდან ძალაში შევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელიც გულისხმობს ვალების არ დაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კოვზანაძემ.