ირაკლი კოვზანაძე - წლის ბოლომდე სადაზღვევო სექტორის შედეგებს სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ
ირაკლი კოვზანაძე - წლის ბოლომდე სადაზღვევო სექტორის შედეგებს სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ

ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორის შედეგებზე წლის ბოლომდე დაკვირვებაა საჭირო.

ირაკლი კოვზანაძემ სადაზღვევო სექტორის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

დეპუტატი ამბობს, რომ სადაზღვევო სექტორის ექვსი თვის მაჩვენებლები პოზიტიურია, თუმცა წლის ბოლომდე შედეგებს სიფრთხილით უნდა დააკვირდნენ.

ამასთან, კოვზანაძის ცნობით, სხდომაზე საუბარი შეეხო 2020 წლის ექვსი თვის შედეგებს. კერძოდ, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სადაზღვევო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშეა სექტორი. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (Twinning – Capacity building of Insurance State Supervision Service of Georgia – Solvency II) მიმდინარეობაზე.

შეხვედრას სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი დაესწრნენ.

დატოვე კომენტარი