ირაკლი კოვზანაძე - წელს ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება
ირაკლი კოვზანაძე - წელს ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება

2019 წლის ხუთ თვეში საქართველოში ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ​ პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ინფლაციამ უკვე 4.7% შეადგინა, ნაცვლად მიზნობრივი 3%-სა. წელს უკვე დაფიქსირდა ლარის რეკორდულად დაბალი კურსი მისი 24-წლიანი არსებობის მანძილზე. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, და ეს კანონის მოთხოვნაა, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ​.