ირაკლი კოვზანაძე - სსფ-ის მისიასთან საბანკო სექტორზე, ასევე საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე ვისაუბრეთ
ირაკლი კოვზანაძე - სსფ-ის მისიასთან საბანკო სექტორზე, ასევე საბანკო ზედამხედველობის გაძლიერებაზე ვისაუბრეთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საქართველოს საბანკო სექტორში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს.

„ზოგადად, ვისაუბრეთ საბანკო სექტორზე და მათ შორის საბანკო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებაზე“, –  ასე უპასუხა კოვზანაძემ კითხვას, დაინტერესდა თუ არა სავალუტო ფონდი „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებით.

კოვზანაძის ინფორმაციით, საუბარი ასევე შედგა ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებაზე.

ამასთან, დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.