ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტს შეხვდა
ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს და მის მოადგილეს, გიორგი ჭილაძეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბანკირებთან შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს საფინანსო და საბანკო სექტორში არსებული ტენდენციები და გამოწვევები განიხილა.

„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბანკის განვითარების სტრატეგიასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე გამოწვევებზე, რომლის წინაშე დღეს საბანკო სფეროა. აღნიშნული ბანკი ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, ემსახურება 2,3 მილიონ მომხმარებელს, ხოლო აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ჩვენთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვქონდეს წვდომა მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან, პირველწყაროსთან, რათა ხელი შევუწყოთ სფეროს მდგრად განვითარებას, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები საფინანსო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან კომიტეტში სისტემატურად ეწყობა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.