ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეხვდა
ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორ ლევან სურგულაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, ახლადშექმნილი სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.

„უკვე შეიქმნა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი კომისია, რომლის პირველი სხდომა უახლოეს ხანში გაიმართება. საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება დროულად და გამჭვირვალედ ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო სააგენტოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კოვზანაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, სააგენტოსთვის დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა მიმდინარეობს, რაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება.