ირაკლი კოვზანაძე - მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მეორე ნაწილს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წარადგენს
ირაკლი კოვზანაძე - მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მეორე ნაწილს სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წარადგენს

მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მეორე ნაწილს, რომელიც რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება და სოციალური რისკების გადაზღვევასაც მოიცავს, სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში კორონავირუსის ეკონომიკაზე გავლენა და ამ გამოწვევის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მნიშვნელობა განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო ცვლილებებსაც.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ვარაუდით, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მეორე ნაწილს მთავრობა რამდენიმე დღეში წარადგენს და ის, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი სოციალური რისკების გადაზღვევაზეც იქნება ორიენტირებული.

„ეს რამდენიმე დღის საკითხია. მთავრობა ამაზე მუშაობს. მე გარკვეული ინფორმაცია მაქვს. ეს იქნება დივერსიფიცირებული, სხვადასხვა კომპონენტისგან შემდგარი პაკეტი. ვფიქრობ, ეს რამდენიმე დღის საკითხია, ამის პრეროგატივა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზენტაცია ალბათ უახლოეს პერიოდში მოხდება. მაგრამ ეს არის მეორე ნაწილი. პირველი გამოცხადდა, რომელიც ბიზნესსექტორის დახმარებას გულისხმობდა, ერთი მილიარდი ლარის მოცულობის პაკეტი იყო. ეს არის მეორე ნაწილი. ეს იქნება უფრო სოციალური რისკების გადაზღვევა, როგორც ბიზნესის, ისე იმ ადამიანების, ვინც უმუშევარი დარჩა, ან მომავალში დარჩება“, – განუცხადა ირაკლი კოვზანაძემ „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი