ირაკლი კოვზანაძე - მონეტარული სფერო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის
ირაკლი კოვზანაძე - მონეტარული სფერო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის

მონეტარული სფერო ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს ისმენენ.

„ეროვნული ბანკის წარმოდგენილ ანგარიშგებაში სასურველი იყო გამოკვეთილიყო, პარლამენტის გასული წლის დადგენილებაში ასახულ შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე რეაგირებები, თუმცა ვიცით, რომ გარკვეული ნაბიჯები რეკომენდაციების შესრულების კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულია“, – განაცხადა კოვზანძემ.

ირაკლი კოვზანაძე დაინტერესდა რამდენად გაითვალისწინა ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ანგარიშის განხილვისას გამოთქმული პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარ გამოწვევად ინფლაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ 2021 წელს მონეტარული სფერო იყო და სამწუხაროდ წელსაც არის მთავარი გამოწვევა საზოგადოებისთვის და ეკონომიკისთვის. ამ წუთებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ.