ირაკლი კოვზანაძე - ლარის გაუფასურება ეკონომიკის პოზიტიურ შედეგებს ფარავს
ირაკლი კოვზანაძე - ლარის გაუფასურება ეკონომიკის პოზიტიურ შედეგებს ფარავს

ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკა განაპირობებს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„რეალობა ისეთია, რომ ჩვენ გვაქვს 5.1-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, ივლისში ზრდამ – 6.1% შეადგინა, გვაქვს უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის ტენდენცია, უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც მემკვიდრეობითი პრობლემა იყო, მაგრამ ლარის გაუფასურება ნებისმიერ პოზიტიურ და დადებით შედეგებს ფარავს, იგი მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს მოსახლეობას, ჭარბვალიანობისა და მაღალი დოლარიზაციის ფონზე“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობისთვის საჭიროა, მონეტარულმა ხელისუფლებამ, ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ „უფრო კოორდინირებული, უფრო თამამი და ზოგჯერ არაორდინარული ნაბიჯები“ გადადგას.