ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ვალუტა არც ასე სწრაფად უნდა უფასურდებოდეს და არც ასე სწრაფად არ უნდა მყარდებოდეს
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ვალუტა არც ასე სწრაფად უნდა უფასურდებოდეს და არც ასე სწრაფად არ უნდა მყარდებოდეს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტა არც ასე სწრაფად უნდა უფასურდებოდეს და არც ასე სწრაფად არ უნდა მყარდებოდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიში შეაფასა და აღნიშნა, რომ 2019 წელი არ იყო მარტივი წელი და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთელი რიგი მიმართულებებით თავი წარმატებით გაართვა გასულ წელს.

„თუმცა, არის რამდენიმე საკითხი. ეს არის ფასების სტაბილურობა და ლარის კურსი, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც გეტყვი, რომ ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ასე სწრაფად არ უნდა უფასურდებოდეს და არც ასე სწრაფად უნდა ხდებოდეს მისი გამყარება. საქართველოს ეკონომიკაში ამის წინაპირობები არ არის“, – განაცხადა კოვზანაძემ.