ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი უკვე დავიწყეთ
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი უკვე დავიწყეთ

ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის შესარჩევად დამოუკიდებელი აუდიტორების სია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე წარადგინა, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის ფორმირებას.

კონკურსში მონაწილეობას კი პარლამენტი მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდ ოთხეულს“ – Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche- Tohmatsu-სა და KPMG-ს სთავაზობს.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დამოუკიდებელი აუდიტორი ეროვნული ბანკისთვის შემოდგომის ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ. პროცესი ახლავე უნდა დავიწყოთ, ამიტომ აუდიტორული კომპანიების სია უკვე წარმოვადგინეთ“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.