ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ
ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ

ეროვნული ბანკის 2018-2019 წლების ანგარიშის აუდიტის ჩატარების მიზნით, პარლამენტში დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, სხდომაზე საკონკურსო კომისიის დებულების პროექტი შეიმუშავა და პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად გაუგზავნა, ამასთანავე, შემუშავდა კონკურსის პირობები.

კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლისგან,  კონკურსში მონაწილეთა განცხადებებს მიიღებს და ერთ-ერთს შეარჩევს.

„ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდი ოთხეულს” – Ernst & Young- ს, PricewaterhouseCoopers- ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG- ს ვთავაზობთ. ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს ოქტომბერში ავირჩევთ “, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.