ირაკლი კოვზანაძე - ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს ბიუჯეტის განხილვებში
ირაკლი კოვზანაძე - ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს ბიუჯეტის განხილვებში

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, მისი სურვილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობდეს.

როგორც კოვზანაძემ აცხადებს, კომიტეტს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს ოპოზიციასთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„ჩემი სურვილი იყო და არის, რომ ოპოზიცია მონაწილეობდეს განხილვებში. ყოველ შემთხვევაში, კომიტეტს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აქვს ამის კარგი ტრადიცია. მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობისა და აზრთა განსხვავებებისა, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ჩვენს კომიტეტში მუშაობდა და გამოთქვამდა მოსაზრებებს, კრიტიკას, სიმართლე გითხრათ, აფხიზლებდა, როგორც ტრიბუნასთან მდგომ ადამიანს, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებსაც, ამიტომ მათი მონაწილეობა იყო უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა კოვზანაძემ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი საკონმდებლო ორგანოში უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.