ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი მოიცავს ყველა იმ პროგრამას, რომლებიც სჭირდებათ ჩვენს თანამემამულეებს, რათა კორონავირუსის პირობებში მათი სოციალური დაცვა ვუზრუნველყოთ
ირაკლი კოვზანაძე - ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი მოიცავს ყველა იმ პროგრამას, რომლებიც სჭირდებათ ჩვენს თანამემამულეებს, რათა კორონავირუსის პირობებში მათი სოციალური დაცვა ვუზრუნველყოთ

პარლამენტში მთავრობის კორექტირებული ბიუჯეტის საკომიტეტო და ფრაქციებში განხილვა დასრულდა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, შენიშვნებითა და წინადადებებით დოკუმენტი ხვალ მთავრობას გადაეგზავნება.

მისივე განმარტებით, შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ, მთავრობა დოკუმენტს პარლამენტს მომდევნო კვირის დასაწყისში დაუბრუნებს.

ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემაჯამებელ სხდომაზე საინტერესო და შინაარსიანი განხილვა შედგა.

ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი მოიცავს ყველა იმ პროგრამას, რომელმაც კორონავირუსის პირობებში მოქალაქეების სოციალური დაცვა უნდა უზრუნველყოს.

„სასესიო კვირაში იქნება განხილვა უკვე იმისთვის, რომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტში დამტკიცდეს. ეს ვერსია მოიცავს ყველა იმ წინადადებას, ყველა იმ შეთავაზებას, იმ პროგრამას, რომელიც სჭირდებათ ჩვენს თანამემამულეებს, რათა არსებული ვირუსის პირობებში მათი სოციალური დაცვა ვუზრუნველყოთ. განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ. ამ ბიუჯეტში ყველა ეს პროგრამებია ჩადებული, საპარლამენტო განხილვები ამას ადასტურებს“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დატოვე კომენტარი