ირაკლი კოვზანაძე - არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე ემუქრება
ირაკლი კოვზანაძე - არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე ემუქრება

არ ვფიქრობ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის მიღებას საფრთხე შეექმნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკური გუნდის და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრა რამდენიმე დღით.ადრე დაიგეგმა და მხოლოდ საბიუჯეტო საკითხები განიხილეს.

„როგორც იცით, პარლამენტმა შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, ჩავთვალეთ, რომ ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში საბოლოო ვერსია შემოვა, გაგვეგო მთავრობის პოზიცია. იმის მიუხედავად, რომ მომავალ წელს 900 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება, გარკვეული მოთხოვნებია სხვადასხვა სფეროში დაფინანსების გაზრდის მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული ფონდების კუთხით“, – განაცხადა კოვზანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები აისახება.