ირაკლი კოვზანაძე - 2021 წელს ჩვენ გვექნება მონეტარული რყევები, ამისთვის ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს
ირაკლი კოვზანაძე - 2021 წელს ჩვენ გვექნება მონეტარული რყევები, ამისთვის ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს

წინ გველის გაზრდილი მაკროეკონომიკური რისკები და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული წლები. პანდემიამდელ მასშტაბებს ეკონომიკები, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2021-2023 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მისი თქმით 2021 წელს იქნება გაზრდილი რისკები და მონეტარული რყევები, რისთვისაც ეროვნული ბანკი მზად უნდა იყოს.

„წელს ეროვნულმა ბანკმა 850 მილიონ დოლარზე მეტი ინტერვენციები განახორციელა ბაზარზე, მომავალ წელსაც მოუწევს მნიშვნელოვანი ინტერვენციების გაკეთება. სავარაუდოდ, მოუწევს პოლიტიკის გამკაცრებაც, თუმცა ჩემი აზრით, ინფლაცის სამპროცენტიან ნიშნულთან მოახლოება 2021 წლის ბოლოს საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს“,- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარალამენტო ტრიბუნიდან და ეროვნულ ბანკს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ უნდა გამოვიდეთ თეორიული ჩარჩოებიდან და უნდა ვიყოთ უფრო თამამები, აქტიურები და პრაქტიკულები. ეს პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს ეხება“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.