ირაკლი კობახიძე - დავით ბაქრაძის განცხადება ჰააგის შესახებ არის ტყუილი და ამას მტკიცებულებებით დავადასტურებთ
დავით ბაქრაძის განცხადება ჰააგის შესახებ არის ტყუილი, რასაც მტკიცებულებით დავადასტურებთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის.
„არავის მოგვწონს ის, როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია მიმდინარეობს მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა, ეს ხელს ნამდვილად არ შეუწყობს პოლიტიკური საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა მთელი ეს კამპანია ევროპულ სტილში. ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის მას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კობახიძემ.