ირაკლი კობახიძისა და ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე შუა დერეფნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს
ირაკლი კობახიძისა და ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე შუა დერეფნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს, მასრურ ბარზანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს. აღინიშნა ამ კუთხით არსებული პოტენციალი და საინვესტიციო სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული და ლოგისტიკური ჰაბის როლზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.