ირაკლი კობახიძის ხუმრობანარევი პასუხი კითხვაზე, რატომ არ ზეიმობს პარტია ლადო კახაძის გამარჯვებას - მივეჩვიეთ გამარჯვებებს
ირაკლი კობახიძის ხუმრობანარევი პასუხი კითხვაზე, რატომ არ ზეიმობს პარტია ლადო კახაძის გამარჯვებას - მივეჩვიეთ გამარჯვებებს

მივეჩვიეთ გამარჯვებებს, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ზეიმობენ ლადო კახაძის არჩევნებში გამარჯვებას.

„მივეჩვიეთ გამარჯვებებს – ეს, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით. ეს არის შუალედური არჩევნები. ბუნებრივია, შუალედური არჩევნები განსხვავდება საერთო ეროვნული არჩევნებისგან. აქედან გამომდინარე, პირველი ტურისა და მეორე ტურის შემდეგაც, არანაირი საჯარო ღონისძიება არ მოგვიწყვია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი