ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განხილულა
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ არ განხილულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის საკითხი ჯერ განხილული არ ყოფილა.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, იქნება თუ არა სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია.

„ის არის პირველი ნომერი პარტიაში, ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, თუ ასეთ რამეს გადაწყვეტს, ის იქნება პირველი ნომერი. ვნახოთ, პროცესი გაგრძელდება. სიის ნუმერაციის საკითხი ჯერ არ განგვიხილავს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.