ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი კობახიძესა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.