ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

16:12, 07.03.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში, კულტურულ პარკ-კომპლექსში „მახთუმკული ფრაგი“ შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

რუსთაველის ძეგლი პარკში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით მდებარეობს.

მთავრობის მეთაური კულტურულ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

მსგავსი