ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა

14:05, 17.07.2026

თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თურქმენეთის პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააცილა.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი