ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.

მატჩის შემდეგ ირაკლი კობახიძე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და მწვრთნელს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მატჩს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებიც დაესწრნენ.

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ქართველი ხელბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო – მილიონი ლარი გადაეცემა.