ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება პარლამენტს წერილობითი ფორმით, პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს
ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება პარლამენტს წერილობითი ფორმით, პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება პარლამენტს წერილობითი ფორმით პირველ ივნისამდე უნდა წარუდგინოს.

მთავრობის ხელმძღვანელს პარლამენტისთვის ჯერ – დოკუმენტის გაგზავნის, შემდეგ კი მოხსენებით გამოსვლის ვალდებულება რეგლამენტით აქვს.

რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინოს.

მთავრობის ხელმძღვანელის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს ბიურო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს. ირაკლი კობახიძემ პარლამენტს გასულ წელს 28 ივნისს მიმართა.