ირაკლი კობახიძემ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს უმასპინძლა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ლინას ლინკევიჩუსი თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. წლევანდელი კონფერენცია ხვალ დაიწყება და ორი დღის განმავლობაში ევროპის რეგიონის მთავარ გამოწვევებზე საუბარს დაეთმობა.

ლიეტუვასა და საქართველოს აქვთ მართლაც სამაგალითო ურთიერთობა ძალიან ბევრი მიმართულებით. ლიეტუვა ყოველთვის გამოხატავს მზადყოფნას საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის.

იყო საუბარი ჩვენ ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ლიეტუვა არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. ეს არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში გამოიხატება, არამედ ნამდვილად აღსანიშნავია ის, რომ ლიეტუვა საერთაშორისო არენაზე ყოველთვის უსვამს ხაზს მათ ძალიან მტკიცე პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში. ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში და თანამშრომლობის კუთხით დინამიკა ნამდვილად ძალიან ინტენსიურია”, – აღნიშნა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ ლიეტუველ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

დატოვე კომენტარი