ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძემ განცხადება ამის შესახებ პლენარული სესიის დაწყებისას გააკეთა.

„დღეს არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. მინდა, მივულოცო ყველა მედიასაშუალებას, ჟურნალისტებს, განსაკუთრებით პარალმენტში მომუშავე ჩვენს ძვირფას ჟურნალისტებს. მინდა, გისურვოთ წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში, ყველაფერი საუკეთესო. გილოცავთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალისტების ის ფოტოები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მათ საქმიანობას ასახავს.