ირაკლი კობახიძემ და და ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს
ირაკლი კობახიძემ და და ევროკომისარმა, იანეზ ლენარჩიჩმა სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს

ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან, იანეზ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისარი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმში ჩასართავად გადადგმულ ნაბიჯებს.

„მან პრემიერ-მინისტრს გადასცა ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი, რაც მოიცავს მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი პროგრესის მისაღწევად საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. იანეზ ლენარჩიჩმა ირაკლი კობახიძეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა დაუდასტურა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.