ირაკლი კობახიძემ ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა.
პრემიერი უკვე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრთან, კახა გულედანსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად გაეცნო.
ოლიმპიური სტანდარტების, 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ძირითადი აუზის გარდა, მოეწყობა სამი საბავშვო საცურაო აუზი.
პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა და ფუნქციონირებს 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა.
პროექტის ჯამური ღირებულება 54 მილიონი ლარია.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.