ირაკლი კობახიძემ აფხაზეთიდან გადმოსვენებული უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესტან, შალვა პაპუაშვილთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ექვსი იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.
ორ მებრძოლს – დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.