ირაკლი კობახიძე - ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას
ირაკლი კობახიძე - ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას

ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექვსი წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ახლა სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს.

„სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თავად სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. ამას არავითარი ფასი არ აქვს. ექვსი წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია. რა თქმა უნდა, დღესაც მოხდება იგივე. ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას“, – განაცხადა პრემიერმა.