ირაკლი კობახიძე - ყველას აქტივობისკენ მოვუწოდებ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა, რომ ნეგატიურმა ძალამ მაღალი შედეგი მიიღო
ირაკლი კობახიძე - ყველას აქტივობისკენ მოვუწოდებ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა, რომ ნეგატიურმა ძალამ მაღალი შედეგი მიიღო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ხმა ვაკის 53-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, დღევანდელი არჩევანი ძალიან მარტივია – ორი პოლიტიკური ძალაა. მისივე თქმით, ერთ მხარეს არის ძალა, რომლის თვისებები აგრესია, სიძულვილი და სიცრუეა.

„მეორე მხარეს არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. ყველას აქტივობისკენ მოვუწოდებ, რადგან პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ძალამ, ნეგატიურმა ძალამ საკმაოდ მაღალი შედეგი მიიღო. თუ მაღალი აქტივობა იქნება, ამ შეთხვევაში პასუხიც მაქსიმალურად სწორი იქნება“, – დასძინა კობახიძემ.