ირაკლი კობახიძე - ყველამ ვიცით, რომ „ენჯეოები“ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა, ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ენჯეოები“ იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში, დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს აღიარა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამაც, USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართულები კონკრეტული ორგანიზაციები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში. ისინი იყვნენ ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. დანარჩენი გამოძიების საქმეა და ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან“, – განაცხადა პრემიერმა.