ირაკლი კობახიძე - ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს არახამიას პრობლემების შექმნაში, რომელიც უკრაინაშია, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის მას განაჩენს გამოუტანს უკრაინელი ხალხი
ირაკლი კობახიძე - ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს არახამიას პრობლემების შექმნაში, რომელიც უკრაინაშია, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის მას განაჩენს გამოუტანს უკრაინელი ხალხი

დავით არახამიას რა როლი აქვს პრობლემების შექმნაში, რომელიც დღეს უკრაინაშია, ყველამ კარგად იცის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის დავით არახამიას მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის მას განაჩენს საბოლოოდ უკრაინელი ხალხი გამოუტანს.

„დავით არახამია უკვე ყველამ იცის, ვინც არის. ჩვეულებრივი ავანტიურისტია. ყველამ კარგად იცის, რა როლი აქვს მას პრობლემების შექმნაში, რომელიც დღეს უკრაინაშია. მას განაჩენს გამოუტანს საბოლოოდ უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრისთვის, რაც მოიმოქმედა უკრაინის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მარტივი პოზიცია ამ კაცთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.