ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები
ირაკლი კობახიძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიის ამომრჩეველზე გავლენას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას გავლენა ექნება, თუმცა არა მათი რაოდენობის შემცირების ან გაზრდის კუთხით.

„ბუნებრივია, ამ ყველაფერს ელექტორატზე გავლენა ექნება, მაგრამ არა შემცირება-გაზრდის კუთხით. რეალობა არის განსხვავებული და ახალი, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო შანსებს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით, ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, ყველანაირი რესურსი არსებობს ამისათვის და გუნდი იქნება აბსოლუტურად მომართული ამ შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა კობახიძემ.