ირაკლი კობახიძე - ყველაფერი კეთდება, რომ ბებუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით შედეგი დადგეს, თუმცა საკითხი არის რთული
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი კეთდება, რომ ბებუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით შედეგი დადგეს, თუმცა საკითხი არის რთული

ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს, რომ ბებუასთან დაკავშირებით შედეგი მივიღოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა.

რაც შეეხება ბებუას გათავისუფლების საკითხს, ირაკლი კობახიძის თქმით, ამისთვის ყველაფერი კეთდება.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში, თუმცა საკითხი არის ურთულესი. პრაქტიკულად, ყველა სხვა შემთხვევაში მოხერხდა შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არის შემთხვევა, სადაც ხელისუფლებისთვის შედეგის მიღწევა რთულია. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ძალისხმევას არ მოაკლებს, რომ შედეგი მივიღოთ. რაც შეეხება ბებუას გათავისუფლებას, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შედეგი დადგეს, თუმცა საკითხი არის რთული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.