ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ლარის კურსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს.

კობახიძის თქმით, საერთო ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რაც პანდემიამ შექმნა, ლარზე ზეწოლა დიდია, თუმცა საპასუხო ზომებიც წინასწარ მიღებულია.

„მთლიანობაში ლარზე ზეწოლა ძალიან დიდია, თუმცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც იყო ასახული საპასუხო მექანიზმებისთვის შესაბამისი რესურსები. აქედან გამომდინარე, წინასწარ თადარიგი არის დაჭერილი. დანარჩენი ეროვნული ბანკის საქმეა. პროცესში მთავრობაც იქნება ჩართული. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მაქსიმალურად დაბალანსებული. საერთო ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, რაც პანდემიამ შექმნა, ზეწოლა დიდია, თუმცა საპასუხო ზომებიც წინასწარ მიღებულია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი