ირაკლი კობახიძე - ყველა შესაბამის ფორუმზე უმაღლეს დონეზე არის წარმოდგენილი ჩვენი ხელისუფლება, ვილნიუსის სამიტზე საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრზე, რაც არის ძალიან მაღალი წარმომადგენლობა
ირაკლი კობახიძე - ყველა შესაბამის ფორუმზე უმაღლეს დონეზე არის წარმოდგენილი ჩვენი ხელისუფლება, ვილნიუსის სამიტზე საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრზე, რაც არის ძალიან მაღალი წარმომადგენლობა

რეალურად, ყველა შესაბამის ფორუმზე მაღალ დონეზე, უმაღლეს დონეზე არის წარმოდგენილი ჩვენი ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვიზიტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

„ამ შემთხვევაში საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმომადგნელობაზე, რაც არის ძალიან მაღალი წარმომადგენლობა. ასეთ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას და მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება არის რაციონალური“, – განაცხადა კობახიძემ.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტში საქართველო, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე მიიღებს მონაწილეობას.