ირაკლი კობახიძე - ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით, განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალება, პროცესები არსებითად წარიმართება კულისებიდან
ირაკლი კობახიძე - ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით, განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალება, პროცესები არსებითად წარიმართება კულისებიდან

ჩვენთვის ძვირფასია ყველაის მოქალაქე, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც „ფრანკლინის კლუბში“ შეცდომაში შეჰყავთ. მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.

„ჩვენთვის ძვირფასია ყველა ის მოქალაქე, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც „ფრანკლინის კლუბში“ შეცდომაში შეჰყავთ. მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალებიან. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და, შესაბამისად, კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება. გვჯერა, რომ გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. წინ ღირსებით ევროპისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.