ირაკლი კობახიძე - ყველა კითხვასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხები და სწორედ ამიტომ გაურბიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველგვარ დებატებს 
ირაკლი კობახიძე - ყველა კითხვასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხები და სწორედ ამიტომ გაურბიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველგვარ დებატებს 

თავის დროზე PVT-ზე აფუძნებდნენ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის პარტიები თავიანთ მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ უბნები უნდა გადათვლილიყო. რაც შეეხება დისბალანსს, თუ დისბალანსზეა საუბარი, დისბალანსი, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ფიქსირდება ყველა არჩევნებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების სტატისტიკას თუ შევადარებთ თვითმმართველობის არჩევნების სტატისტიკას, „მონაცემები არის პრაქტიკულად იდენტური“.

„1000-ზე მეტ უბანზე დაფიქსირდა დისბალანსი, რაც არის ჩვეულებრივი მოვლენა. დისბალანსის გამოწვევა შეიძლება ძალიან მარტივად, როდესაც ბრჭყალებში, ან ბრჭყალებს გარეთ გამორჩება ვინმეს, თუნდაც ერთი ხელმოწერა უბანზე, ან როდესაც, რომელიმე ამომრჩეველი ჯიბეში ჩაიდებს ბიულეტენს და გამოიტანს უბნის გარეთ, რისი ფაქტებიც არაერთხელ დაფიქსირებულა და ფეისბუქზეც კი გინახავთ თქვენ გარეთ გამოტანილი ბიულეტენები. აქედან გამომდინარე, დისბალანსს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. აბსოლუტურად ყველა კითხვასთან დაკავშირებით-დისბალანსი ავიღოთ, სტატისტიკური მონაცემები ავიღოთ, ე.წ კარუსელი ავიღოთ, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი და ა.შ, ყველა კითხვასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ პასუხები და სწორედ ამიტომ გაურბიან ისინი, რადიკალურო ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველგვარ დებატებს არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც კი შემოვლენ დებატებში, საზოგადოება, ხალხი გაიგებს იმას, რომ ყველაფერი იყო ზუსტად ისეთივე სპეკულაცია, როგორი სპეკულაციებითაც გამოირჩეოდნენ ისინი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები PVT-სთან დაკავშირებით. რეალურად დადასტურდა ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ არც არაფერი გააფუჭა და ყველაფერი არის აბსოლუტურად კორექტული. პირიქით, PVT იყო აცდენილი ცესკო-ს და არა ცესკო PVT-ის მონაცემებს“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი