ირაკლი კობახიძე - ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფ სთეითის ხაზს ატარებს ძალიან აქტიურად, ეს კარგად ჩანს საქართველოს მაგალითზეც
ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფ სთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელიც ჰელსინკის კომისიას ეხება. ჟურნალისტი წერს, რომ „კომისია კომპრომეტირებულია უცხოური ძალების მიერ და აქტიურად მუშაობს ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის წინააღმდეგ“.
როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
„საქართველოს მაგალითზეც ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. გახსოვთ, რომ აშშ-ში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში ჩართული იყო კონკრეტულად უილსონიც და ამ ყველაფერს რეალურად ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა აშშ-ში. ყველა ხედავს, რომ ე.წ. დიფ სთეითის ხაზს ატარებს ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.