ირაკლი კობახიძე - ყირგიზეთში დღეს ხელმოწერილი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კობახიძის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს საერთო ერთგულებას, გაფართოვდეს თანამშრომლობა და გაუმჯობესდეს ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის.
„მოხარული ვარ ყირგიზი ხალხის გულთბილი მასპინძლობით. ეს ისტორიული ვიზიტია. დღეს ხელმოწერილი მნიშვნელოვანი შეთანხმებები ასახავს ჩვენს საერთო ერთგულებას, გავაფართოოთ თანამშრომლობა და გავაუმჯობესოთ ურთიერთობები საქართველოსა და ყირგიზეთს შორის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორობა გაღრმავდება და ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.