ირაკლი კობახიძე - ყირგიზეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა, რადგან საქართველო მათ აკავშირებს შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან
ირაკლი კობახიძე - ყირგიზეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა, რადგან საქართველო მათ აკავშირებს შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან

ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამას აქვს მარტივი მიზეზი – საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან.

„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება“, – აღნიშნა პრემიერმა.