ირაკლი კობახიძე – ყაზახეთის პრეზიდენტთან ვიმსჯელეთ ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შესაძლებლობებზე

14:02, 12.12.2025

ყაზახეთის პრეზიდენტთან  შეხვედრისას ვიმსჯელეთ ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.

„მოხარული ვარ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და ერთობლივი ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ვიმსჯელეთ“, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი