ირაკლი კობახიძე - წოწორიას რეფორმის გატარებით, უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით
ირაკლი კობახიძე - წოწორიას რეფორმის გატარებით, უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით

წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციაზე „ვეტინგის“ სისტემის შემოღების კენჭისყრას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით, „ვეტინგის“ შემოღება კი საპირისპიროს აღიარებას ნიშნავს.

„ვერ გეტყვით, რამდენი მოსამართლე შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას. თუ აღმოჩნდება ისე, რომ 300-ზე მეტი მოსამართლე, პირობითად, მხარს უჭერს საერთო პოზიციას, ეს იქნება ძალიან სწორი, ეს დაემთხვევა, ერთი – ჩვენს პოზიციას, მაგრამ მარტო სუბიექტურები არ ვართ ამ ყველაფერში, აქ მარტივ საკითხებზეა საუბარი, „ვეტინგი“ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით. უკრაინას აქვს ამის უფლება, მოლდოვას აქვს ამის უფლება, „ვეტინგის“ შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით. მართლაც ასეა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე, წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო“, – აღნიშნა პრემიერმა.