ირაკლი კობახიძე - წლის ბოლომდე 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 31 ქალაქი, 2026 წელს დაემატება - 14, 2027 წელს კი - სამი ქალაქი და წყალმომარაგებით ისარგებლებს ყველა ქალაქი
ირაკლი კობახიძე - წლის ბოლომდე 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 31 ქალაქი, 2026 წელს დაემატება - 14, 2027 წელს კი - სამი ქალაქი და წყალმომარაგებით ისარგებლებს ყველა ქალაქი

წყალმომარაგება, როგორც მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მთლიანობაში, ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 20 ქალაქში მიმდინარეობდა ინტენსიური სამუშაოები.

„მთლიანობაში, ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარეობს სამ მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტები. წლის ბოლომდე 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს – სამი ქალაქი და, საბოლოო ჯამში, წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.