ირაკლი კობახიძე - წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, პენსიების ზრდა გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე - წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, პენსიების ზრდა გაგრძელდება

საარჩევნო პროგრამაში ჩვენ გვქონდა ასახული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე მომავალ წელს 350 ლარამდე გაიზრდებოდა მინიმალური პენსია 65 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, 450 ლარამდე გაიზრდებოდა პენსია 65 წლის ასაკის და 65 წლის ასაკს გადაცილებული პენსიონერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დაპირება უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტში, რომელიც დამტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ.

„მაღალმთიან დასახლებებში გათვალისწინებულია 420 ლარამდე და 540 ლარამდე პენსიის ზრდა მომდევნო წლისთვის. რა თქმა უნდა, წლიდან წლამდე, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, პენსიების ზრდა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.