ირაკლი კობახიძე – წინა არჩევნებზე 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა დაფიქსირდა, ეს მთავარი საზომია, როცა ამის საპირწონედ 120 ადამიანი დგას თბილისის შტაბთან თუ რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“

15:20, 03.10.2025

წინა არჩევნებზე, როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა – ეს არის მთავარი საზომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას თბილისის შტაბთან და რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“.

„ჩვენ „გორბის“ კვლევით არ ვხელმძღვანელობთ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ერთადერთი რამით – ეს არის არჩევნების შედეგები. წინა არჩევნებზე ჩვენ მივიღეთ 1  120 000 ხმა. როცა ღილაკებს დაეჭირა ხელი და ამოიბეჭდა საარჩევნო ხმები, დაფიქსირდა 1 120 000 ადამიანის მხარდაჭერა. ეს არის მთავარი საზომი და როდესაც 1 120 000 ადამიანის საპირწონედ 120 ადამიანი დგას გნებავთ, თბილისის შტაბთან, გნებავთ, რუსთაველის გამზირზე, ეს უნდა იყოს „მარკერი“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი